აირჩიე შენი პლატფორმა

ხშირად დასმური კითხვები

რამდენ ხანში მომიტანთ შეკვეთას?

აკუმულატორს შეკვეთის დადასტურებიდან, მაააქსიმუმ 2 საათში მოგიტანთ და ადგილზევე დაგიყენებთ.

გარანტია აქვს თქვენს აკუმულატორებს?

რა თქმა უნდა! ჩვენს აკუმულატორებს აქვთ 1 და 2 წლიანი გარანტიები.

შესაძლებელია პროდუქციის დაბრუნება?

მხოლოდ საგარანტიო პირობებიდან გამომდინარე. აუ აღარ მინდა ეს აკუმულატორი მომბეზრდა და ა.შ. ასეთი მიზეზებით ვერ დავიბრუნებთ 🙂

რომელი ბანკის ბარათით შემიძლია გადახდა?

ნებისმიერი. 🤪

რამდენად დაცულია ჩემი პირადი მონაცემები?

თქვენი მონაცემები სრულიად დაცულია მესამე პირისგან, ის ინახება დაცულ სერვერზე და მასთან წვდომა აქვს მხოლოდ საიტის ადმინისტრაციას.

გასათვალისწინებელია, რომ ბარათით გადახდისას თქვენი ბარათის მონაცემები არსად არ ინახება!

შესაძლებელია აკუმულატორი რომ დამიყენოთ?

აუცილებლად! როგორც ჩვენს მაღაზიაში ისე თქვენთან, ადგილზე მოტანის შემთხვევაშიც დაგიყენებთ აკუმულატორს.

ჩემი ბარათის მონაცემები ინახე თქვენს საიტზე?

თქვენი ბარათის მონაცემები არ ინახება ჩვენს საიტზე/სერვერზე, ბარათით გადახდის დროს თქვენ გადადიხართ UniPay-ს დაცულ გვერდზე, სადაც შეგყავთ თქვენი ბარათის მონაცემები და ასე ახდენთ ბარათით გადახდას ჩვენს საიტზე. ყოველი ახალი შეკვეთის დროს მოგიწევთ ბარათის ხელახლა ჩაწერა, რადგან თქვენი ბარათის მონაცემები არსად არ ინახება.

რომელი ბრენდის აკუმულატორები ყიდით?

ჩვენთან არჩევანი დიდია. 4 ქვეყნიდან იმპორტირებული, 12 სხვადასხვა ბრენდის, 110-ზე მეტი აკუმულატორი გვაქვს, მათ შორისაა აკუმულატორები მოტოტექნიკისთვის, ავტომობილებისთვის და სპეც. ტექნიკისთვის. თუ არჩევა გიჭირთ მოგვწერეთ და ჩვენ შეგარჩევინებთ საჭირო აკუმულატორს.

საიდან შემიძლია წავიღო აკუმულატორი შეკვეთის შემდეგ?

ჩვენ გვაქვს თბილისის მასშაბით უფასო ადგილზე მოტანის სერვისი და ადგილზევე შეგვიძლია დაგიყენოთ. ასევე გვაქვს მაღაზია თბილისში, ელიავას ბაზრობაზე, ხოშარაულის #27ა-ში, ჩვენი კლიენტის ავტომობილისთვის პარკინგის ადგილი ყოველთვის შენახული გვაქვს 😉

როგორ გავიგო რომელი აკუმულატორი მიდის ჩემს ავტომობილზე?

უნდა მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ და ჩვენ დაგეხმარებით თქვენი ავტომობილის აკუმულატორის შერჩევაში. ჩვენი საკონტაქტო ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ამ გვერდზე.

თუ ვერ მიიღეთ საჭირო ინფორმაცია შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ინტრუქციების გვერდი, მოგვწეროთ ან დაგვირეკოთ