აირჩიე შენი პლატფორმა
Menu

რატომ KAINAR

Kainar
ჯერ კიდევ 1970 წელს Kainar-მა დაიწყო აკუმულატორების ქარხნის მშენებლობა ყაზახეთში, რომელიც მდიდარია მინერალური რესურსებით, ნავთობით, ბუნებრივი აირით, ტყვიით, ლითონით და სხვადასხვა ქიმიკატებით. ეს იყო მთელს საბჭოთა კავშირში ერთერთი ყველაზე დიდი ქარხანა, მანამდე არსებულ 5 ქარხანას შორის, რომლებიც აწარმოებდნენ აკუმულატორებს. პირველი კომერციული აკუმულატორი 1975 წლის იანვარში გამოვიდა 6ST-75EM. ძალიან მოკლე დროში Kainar-ის ქარხანამ დაიწყო აკუმულატორების სერიული წარმოება და დღეს უკვე საკმაოდ ფართო სპექტრით არის წარმოდგენილი, აწარმოებს როგორც ავტომობილების, ისე სპეც. ტექნიკის, სამხედრო ტექნიკის და ინდუსტრიული დანიშნულების აკუმულატორებს. გაწევრიანებულია საერთაშორისო ევროპულ გაერთიანება „Interbat“-ში.

აღსანიშნავია, რომ დღეისათვის მხოლოდ შიდა რესურსებით და არა იმპორტირებული მასალით, თვითონ KAINAR-ის ქარხანაში ხდება აკუმულატორების წარმოებისთვის საჭირო ყველა კომპონენტის წარმოება, მათ შორის ცეცხლგამძლე პლასტმასის (პოლიპროპილენის), სახელურების, ტყვიის ფირფიტებს, ელექტროლიტის, გამყოფების და უამრავი სხვა დეტალის. ეს ყველაფერი კი რა თქმა უნდა ამცირებს აკუმულატორის წარმოების ხარჯებს, რაც აიაფებს აკუმულატორს და ზრდის მის ხარისხს.

2007-2008 წლებში მოხდა Kainar -ის ქარხნის სრული მოდერნიზება. სრულიად განახლდა ძირითადი საწარმოო პროცესები, განხორციელდა კომუნიკაციის, აღჭურვილობის და მანქანა დანადგარების სრული ჩანაცვლება უახლესი, ყველაზე მძლავრი და წამყვანი ბრენდებით, როგორებიცაა: Sovema (იტალია), Engitec Technologies LTD (იტალია), MAC (აშშ), Digatron (აშშ), Kustan2 (გერმანია), Teccominko, BTS (კანადა), BM (ავსტრია), Sanhuan and Haitian (ჩინეთი).

ტექნოლოგიები

უახლესი ტექნოლოგიების და აპარატურის გამოყენებით დაიწყო ევროპული ტექნოლოგიების დანერგვა, რის შედეგადაც  დაიწყო მძლავრი და ხარისხიანი, ახალი თაობის აკუმულატორების წარმოება ორმაგი კალციუმით Ca/Ca, ასევე დაინერგა ახალი ტექნოლოგიები, როგორებიცაა MF(Maintenance Free), ჰერმეტულად დახურული SMF კონსტრუქცია, PE+GM გამყოფები, კონვერტისებური ქეჩიანი გამყოფები, ExMet ტექნოლოგია, PeSe ვიბრაცია გამძლე ტექნოლოგია, CA+ და Se/Ca ჰიბრიდული ტექოლოგიები.

ხარისხი - ევროპული სტანდარტი

ახალი ტექნოლოგიების დანერგვამ, უახლესი ტექნიკის შეძენამ და ხარისხიანი დეტალების გამოყენებამ გახადა შესაძლებელი სხვადასხვა ბაზრის მკაცრი მოთხოვნების დაკმაყოფილება და შესაბამისი სერთიფიკატების მიღება. Kainar-ს აქვს მინიჭებული, როგორც ადგილობრივი ისე ევროპული და იაპონური ხარისხის სერთიფიკატები, მათ შორისაა ევროპული სტანდარტი  BS TN 50342 – 2001, იაპონური სტანდარტი  JIS D 5301, ადგილობრივი და რუსული სტანდარტი R 53165 – 2008. ასევე Kainar-ის ქარხანას აქვს საწარმოო პროცესის და ხარისხის კონტროლის საერთაშორისო  ISO 9001 – 2001 სერთიფიკატი და ტექნიკური სტანდარტის TS 16949 – 2001 სერთიფიკატი.

ბრენდები და ექსპორტი

0
ბრენდი
0
ქვეყანაში

კომპანია აერთიანებს 7 სხვადასხვა ბრენდს Bars, Kainar, Nomad, Vojak, Unikum, Exclusive და Wstar. ასევე აწარმოებს როგორც იაპონური ისე ევროპული ტიპის კორპუსებს, 42-დან 100 ამპერამდე საავტომობილო აკუმულატორებს და 132-დან 230 ამპერამდე სპეც. ტექნიკის აკუმულატორებს. Kainar-ის პროდუქცია ექსპორტზე გადის მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, მათ შორისაა, გერმანია, პოლონეთი, უკრაინა, ბელარუსია, რუსეთი, უზბეკეთი, საქართველო, აზერბაიჯანი, არაბეთის გაერთიანებული საემიროები, ავღანეთი, აფრიკის ქვეყნები და ჩინეთი. ეს სია ყოველ წლიურად იზრდება, რაც კომპანიის განვითარების ტემპზე და მათ ხარისხიან პროდუქციაზე მეტყველებს.