
INCI AKU-ს (ინჯი აკუს) პირველი ქარხანა დაარსდა 1984 წელს, თურქეთში, მანისაში. 1985 წლიდან დაიწყო აკუმულატორების მასიური წარმოება. INCI -ს (ინჯის) ბრენდი თავიდანვე გათვლილი იყო როგორც გლობალური ბრენდი. 1993 წელს INCI გახდა Ceac-ის პარტნიორი, ევროპის ერთერთი ყველაზე დიდი მოთამაშე ამ სფეროში. ეს იყო Inci-ს პირველი წინ გადადგმული ნაბიჯი გლობალიზაციისკენ. ორი წლის შემდეგ იმ დროისთვის მსოფლიო ლიდერმა Exide-მა შეიძინა Ceac, რამაც კიდევ უფრო წინ წაწია და ხელი შეუწყო INCI -ს სწრაფ გლობალიზაციას. ამით INCI -ს გაეხსნა მსოფლიოს ბაზარი. უახლესი ტექნოლოგიების და მაღალი სტანდარტების დანერგვით დღეისათვის INCI-ს პროდუქციის 70%-ზე მეტი ექსპორტზე გადის, მსოფლიოს 80 ქვეყანაში. INCI AKU არა ერთხელ გახდა ექსპორტის ლიდერი და ინოვაციების ჩემპიონი ამ ინდუსტრიაში, რაც რა თქმა უნდა აკუმულატორების ხარისხის და მაღალი სტანდარტების დამსახურებაა.
Inci-ს R&D (კვლევების და განვითარების) ცენტრმა აკუმულატორის სფეროში, 2010 წელს მიიღო TURQUALITY-ს სერტიფიკატი. Inci იყო ერთერთი პირველი რომელმაც ბაზარზე შემოიტანა პირველი კალციუმის, Ca შემცველი აკუმულატორები.

ტექნოლოგიები

შემდეგ კი სრულად არამომსახურებადი, დახურული სისტემის ორმაგი კალციუმიანი Ca/Ca აკუმულატორები, რომლებიც ჩვეულებრივ აკუმულატორებთან შედარებით 2.5-ჯერ დიდხანს ძლებს და სითხის მინიმალური დანაკარგი აქვს. შემდეგ კი Inci-მ დააპატენტა მისი ორმაგი კლაციუმის Ca/Ca და ვერცხლის (Silver) ნარევით დამზადებული ტყვიის ბადეები. ამ ტექნოლოგიით კიდევ უფრო გაიზარდა აკუმულატორების სიმძლავრე და ასევე საგრძნობლად გაიზარდა აკუმულატორების მომსახურების პერიოდიც. 2009 წელს წარმოადგინეს პირველი NanoGold ტექნოლოგიის აკუმულატორი, დახურული სისტემით, რომელსაც 3 წლიანი გარანტია ქონდა.
დღეისათვის ხდება 5 სხვადასხვა სისტემის აკუმულატორების წარმოება, ორმაგი კალციუმის დახურული სისტემით Ca/Ca, ორმაგი კალციუმის და ვერცხლის ნარევი Ca/Ca + Silver, AGM სისტემის, EFB სისტემის, ასევე ინდუსტრიული დანიშნულების აკუმულატორები.
ხარისხის სერტიფიკატები
2009 წლიდან დღემდე INCI AKU-ს ხარისხის კონტროლის არაერთი სერტიფიკატი აქვს აღებული, რაც რა თქმა უნდა წარმოების მაღალ სტანდარტების და პროდუქციის მაღალ ხარისხის შედეგია.
INCI GS YUASA-ს აქვს ისეთი მაღალი სტანდარტების სერტიფიკატები მოპოვებული როგორებიცაა:
ISO 10002, ISO14001, ISO 9001, OHSAS 18001, IATF 16949, TS EN 50342-1, TS 1352-1 EN 60896-11, TS 1352-2 EN 60896-21, TS EN 60254-1, Eurasian Conformity mark, UkrSEPRO Certification Mark, BREEAM SERTİFİKASI

OEM მწარმოებელი
INCI AKU არის 30-ზე მეტი ავტომობილის, სპეც. და ინდუსტიურლი ტექნიკის მწარმოებელი გიგანტის, OEM მწარმოებელი ანუ აწარმოებს ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აკუმულატორებს, როგორებიცაა
Fiat, Peugeot, GM, Ford, Opel, Hyundai, Mercedes-Benz, Isuzu, CAT და ა.შ.

დიდი გაერთიანება
2015 წლიდან INCI AKU როგორც გლობალურმა ბრენდმა და იაპონურმა გიგანტმა GS Yuasa-მ ძალები გააერთიანეს და ერთიანი ძალებით გააგრძელეს ახალი თაობის აკუმულატორების წარმოება. ამ გაერთიანებამ შექმნა ახალი კომპანია INCI GS Yuasa.
2010 წლის ივლისიდან INCI GS Yuasa-ს მეორე ქარხანამ დაიწყო ფუნქციონირება. ისევ თურქეთში. ეს იყო პირველი BREEAM (Building Research Establishment Environmental Assessment Method) სერტიფიკატის მქონე სამეწარმეო ქარხანა, რომლის მთავარი მიზანიც უახლესი ტექნოლოგიების შემქნა და ახალი თაობის აკუმულატორების წარმოება გახდა.
2019 წლის მაისში კი რიგით მესამე ქარხანა გაიხსნა, რომელიც წელიწადში 2 მილიონზე მეტ აკუმულატორს ამზადებს.


ბრენდები და ექსპორტი
დღეისათვის ათობით პატენტი აქვს აღებული Inci GS Yuasa-ს, გადის ექსპორტზე 4 კონტინენტის 80-ზე მეტ ქვეყანაში, აქვს 3 ოფისი მსოფლიოში სტამბული (თურქეთი), დისბურგი (გერმანია), დუბაი (გაერთიანებული საემიროები) და ტოკიო (იაპონია). აერთიანებს 6 სხვადასხვა ბრენდს Inci Aku, Blizzaro, Energy, Hugel, EAS და Yuasa.

ზაზა –
2 დღე 🙂 ბეემვე დვა ი ნოლ, 185 ლარი დამიჯდა ძველი დავტოვე, კაი ხალხი ხართ და მშვენიერი საიტიც გაქვთ, წარმატებები 🙂
თაზოო –
ორი ცალი 100 ამპერიანი დავტოვე და 90 ლარი დამიკლეს ჯიგრებმა და 140 ლარად ვიყიდე უფასოდ დამიყენეს მეტი რაღა უნდა ექნათ კაი ხალხი ხართ :))))))))
პავლე –
ეს ვარტასთან, ექსაიდთან, ბლიზაროსთან ვერ მივა მაგრამ ნორმალურია თავის კლასში, იაფიც ჯდება, წავა მოკლედ.
თაზუკა –
ცეკლასზე მომიტანეს და დამიყენეს, მადლობა ბიჭებს, მშვენიერი მომსახურება და ფასებია!!
ქრისტინა –
mercedes clk 2003 2.3, მშვენიერი ფასები და მომსახურება გვაქვთ.
akaki –
185 larshi normaluri akua, onlain ganavdebit viyde, momitanes da damiyenes jigrebi xart
ნუგო –
მომსახურება და სერვისები მშვენიერი გაქვთ საიტიც მათ შორის, აკუმლიაორიც საკმაოდ იაფი დამიჯდა 210 ლარი გადავიხადე და მომიტაენს დამიტენეს
გიორგი –
clk 2.4 200 დამიჯდა ძველი დავტოვე, კომპიუტერით შემიმოწმეს ზარიატკაც.
მაიკო –
ML 320 1999 იაფი, მოსახერხებელი, დახვეწილი და სწრაფები ხართ, წარმატებები თქვენ <3
gega –
Mercedes Benz Ml 320 gazi benzini momitanes da damiyenes, aqamde blizaros akumliatori meyena 4 weli meti tu ara, exla es viyide iafia.
ლუკა –
ვიყიდე bmw 220 1998 205 ლარი დამიჯდა ჩველის დატოვებით
ლევანი –
ძაან ჯიგრები არიან, ჩემმა ძმაკაცმა იყიდა აქ ბლიზაროს 100 ამპერიანი და ძაან კმაყდილია, იმის რჩევით ვიყიდე მეც აქ ოღნდ ეს ვიყიდე ე კლასისთვს, ჯერ ხო მომიტანეს და დამიყენეს, კლემებიც გამიწმინდეს სპეციალრი საწმენდით და დაშვებული საბურავის დაბერვაშიც დამეხმარნენ :* ძველის გატანებისას ფასიც დააკლეეს და ეს ჯიგრულად დავშორდით, ყველას გირჩევთ აქ ყიდვას ;))