BLOG

Categories: აკუმულატორის პრობლემები

როცა თქვენი ავტომობილის აკუმულატორი ერთხელ დაჯდა, სულაც არ ნიშნავს რომ ის გამოსაცვლელია, შესაძლებელია ეს უბრალოდ ექსპლუატაციის წესის დარღვევის ან დაუდევრობის ბრალია, ამიტომ ყოველთვისაა მისი გაცოცხლების შანსი. მაგრამ თუ თქვენი ავტომობილის აკუმულატორი გამუდმებით ჯდება, დენის გამტარი დასამუხტი კაბელით (ე.წ. პერემიჩკით) დაქოქვის შემდეგაც კი მაშინ მისი გადარჩენის მინიმალური შანსიც აღარაა.

ჩვენ იმ მიზეზების შესახებ გაგაგებინებთ თუ რატომ შეიძლება დაჯდეს აკუმულატორი. ასევე წაიკითხვათ რჩევებს, რომლის პრაქტიკაში გამოყენების შემდეგაც უფრო დიდხანს და მედგრულად გემსახურებათ აკუმულატორი 😊

რატომ გვეცლება და გადის მარილზე აკუმულატორი?

აკუმულატორის სიკვდილის უამრავი მიზეზი არსებობს, როგორც ექსპლუატაციის წესების დარღვევა და ავტომობილის გაუმართაობა, ისე გარე ფაქტორები, როგორიცაა ამინდი და ასევე ქარხნული წუნი. ზოგიერთი მიზეზის აღმოფხვრა თქვენითაც, სახლის პირობებშიც შეგიძლიათ, ზოგიერთ შემთხვევაში კი სპეციალისტის ჩარევაა საჭირო.

ყველაზე ხშირი შემთხვევა რის გამოც თქვენი ავტომობილის აკუმულატორი გამუდმებით ჯდება არის სატენი სისტემების გაუმართაობა, დენის ე.წ. მოპარვა და დაუდევრობა. ეს არის მიზეზები, რომლებიც გამუდმებით გიჯენთ აკუმულატორს. ასევე არის რამდენიმე მიზეზი რის გამოც უკვე დასუსტებულ და ცალ ფეხზე მდგარ აკუმულატორს კლავს.


1. განათების ჩართული დატოვება

  • თუ ფარები ან გაბარიტული შუქები მთელი ღამე ჩართული დაგრჩათ დილით აუცილებლად აღმოაჩენთ, რომ აკუმულატორი დამჯდარია
  • ასევე აკუმულატორს დაგიჯენთ მთელი ღამით დატოვებული ინტერიერის განათებებიც
  • ავტომობილების უმეტესობაში თუ კარები ოდნავ მაინც ღია დაგრჩათ, ასევე ანთებული რჩება კარების გვერდითა სანათები და ზოგიერთ შემთხვევაში ინტერიერის განათებებიც

რჩევა: ყოველთვის დარწმუნდით, რომ ავტომობილში არ გრჩებათ არანაირი სინათლე ჩართული ან რაიმე მოწყობილობა ჩართული და ასევე დარწმუნდით, რომ ყველა კარები ბოლომდეა დაკეტილი.


2. აკუმულატორი დასუსტებულია ან საჭიროებს მომსახურებას

  • დასუსტებული აკუმულატორი ვეღარ ინარჩუნებს დამუხტვის შემდეგ საწყის მდგომარეობას ანუ ელექტროლიტი კარგავს სიმკვრივეს და აკუმულატორი ჯდება
  • სუსტი აკუმულატორი პატარა დენის გაცემის დროსაც, მაგალითად მაგნიტაფონის ან რაიმე სხვა მოწყობილის მახსოვრობის სისტემამ, სიგნალიზაციამ და ა.შ. შესაძლებელია დააჯინო

რჩევა: თუ შეამჩნიეთ, რომ ავტომობილს დაქოქვა უჭირს ან ფარები და სხვა ავტომობილში არსებული სინათლეები კარგად აღარ ანათებს, მაშინ შეამოწმეთ ან სპეციალისტს შეამოწმებინეთ თქვენი აკუმულატორის მდგომარეობა, რომ თავიდან აირიდოთ აკუმულატორის უეცარი დაჯენა.


3. კოროზია და კონტაქტის დაკარგვა

  • აკუმულატორის დამმუხტავი კლემების კოროზიამ და მჟავის მოკიდებამ (ე.წ. აკისლენია) შესაძლოა ვეღარ უზრუნველყოს აკუმულატორის სათანადო დამუხტვა.

რჩევა: პერიოდულად შეამოწმეთ აკუმულატორის კლემები და თუ შეამჩნევთ სისველეს ან თეთრ ნადებს, კარგად გაწმინდეთ სპეციალური ანტიკოროზიული საწმენდით და წაუსვით ცოტა საპოხი მასალა.


4. ელექტრო სისტემების გაუმართაობა

  • ელექტრო სისტემების გაუმართაობა, მაგალითად დინამო, სტარტერი და ა.შ. აფერხებს აკუმულატორის სწორ დამუხტვას, რაც ძალიან მალე დაგიჯენთ ან სულაც გაგიფუჭებს აკუმულატორს
  • ე.წ. დენის „მოპარვაც“ საკმაოდ გავრცელებული მიზეზია. ამ დროს ავტომობილის რომელიღაცა ელექტრო სისტემა „იპარავს“ დენს და აჯენს აკუმულატორს

რჩევა:  თუ ხშირად გიჯდებათ აკუმულატორი, განსაკუთრებით თუ აკუმულატორი ახალი ნაყიდია, მაშინ აუცილებლად შეამოწმებით ავტომობილი ელექტრიკოსს, რომ ზუსტად დაადგინონ რა ახდენს აკუმულატორის განმუხტვას.


5. ძალიან მაღალი და დაბალი ტემპერატურა

  • ამინდის ხშირი ცვალებადობა, განსაკუთრებით კი ძალიან დაბალი ან მაღალი ტემპერატურა პირდაპირ მოქმედებს აკუმულატორის, აქტიურ ნივთიერებებზე, კერძოდ ელექტროლიტზე, რაც რა თქმა უნდა აისახება აკუმულატორის მდგომარეობაზე

6. დაბალ ხარისხიანი აკუმულატორი შეძენა

  • რა თქმა უნდა დაბალ ხარისხიანი და ბიუჯეტური აკუმულატორის შეძენისას მისი ექსპლუატაციის დროც ისეთივე დაბალი იქნება როგორც ხარისხი

რჩევა: ნუ შეიძენთ ეკონომიის მიზნით დაბალ ხარისხიან აკუმულატორს. შეძენისას გაითვალისწინეთ საჭირო ამპერაჟი, სასტარტერო ძალა, წონა და ასევე გამოყენებული ტექნოლოგიები.


💚
გაითვალისწინეთ! ჩვენ ყოველთვის მზად ვართ დაგეხმაროთ, დაგვირეკეთ, მოგვწერეთ ან მოდით ჩვენთან და მიიღეთ ჩვენი სპეციალისტების უფასო კონსულტაცია და რჩევები.

7