კოდი:ArtiLink500B
არის მარაგში
225
TOPDON ArtiLink 500B

TOPDON ArtiLink 500B

ორი ფუნქცია ერთ მოწყობილობაში

OBDII დიაგნოსტიკური სკანერი და აკუმულატორის ტესტერი

მოწყობილობას შეუძლია ძრავის გამაფრთხილებელი ინდიკატორის Check Engine Light (CEL) გამომწვევი შეცდომის კოდების წაკითხვა და წაშლა, ასევე ძრავის მართვის სისტემის live მონაცემების ჩვენება, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად აღმოაჩინოთ არასწორად მომუშავე ნაწილი, სენსორი. ArtiLink500B ასევე გთავაზობთ Freeze Frame მონაცემებს, I/M Readiness შემოწმებას, Live Data-ს, VIN/CIN/CVN ინფორმაციას, DTC კოდების განმარტებას და აკუმულატორის დიაგნოსტიკას.
სრული OBDII დიაგნოსტიკა
1996 წლიდან ავტომობილებისთვის

სრული OBDII დიაგნოსტიკა

TOPDON ArtiLink500B მხარს უჭერს OBDII-ის 10-ვე სტანდარტულ რეჟიმს და თავსებადია 1996 წლის შემდეგ გამოშვებული OBDII სისტემის მქონე ავტომობილების უმეტესობასთან. მოწყობილობის საშუალებით შესაძლებელია: - DTC კოდების წაკითხვა - DTC კოდების წაშლა - Check Engine Light-ის დიაგნოსტიკა - Live Data სენსორებისა და PCM-ის ცოცხალი მონაცემების ნახვა - Freeze Frame მონაცემების ნახვა - I/M Readiness Status - VIN ინფორმაციის წაკითხვა - CIN მონაცემების ნახვა - CVN მონაცემების ნახვა - DTC კოდების განმარტება და მოძიება ეს საშუალებას გაძლევთ სწრაფად მიიღოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია ძრავისა და გამონაბოლქვის მართვის სისტემის მდგომარეობაზე.
გამონაბოლქვის სისტემის სწრაფი შემოწმება
I/M Readiness

გამონაბოლქვის სისტემის სწრაფი შემოწმება

ArtiLink500B აღჭურვილია ერთი ღილაკით I/M Readiness შემოწმების ფუნქციით I/M Readiness საშუალებას გაძლევთ სწრაფად განსაზღვროთ, მზად არის თუ არა ავტომობილის ემისიის მართვის სისტემა შესაბამისი შემოწმებისთვის და არის თუ არა სისტემაში ისეთი პრობლემა, რომელიც გამონაბოლქვის მაჩვენებლებზე შეიძლება აისახოს. ეს ფუნქცია მნიშვნელოვნად ამარტივებს ემისიის სისტემის სწრაფ წინასწარ დიაგნოსტიკას.
 რეალურ დროში მონაცემების მონიტორინგი
Live Data

რეალურ დროში მონაცემების მონიტორინგი

ArtiLink500B აჩვენებს PCM-ისა და სხვადასხვა სენსორის მონაცემებს რეალურ დროში. Live Data ფუნქცია გეხმარებათ დააკვირდეთ ისეთი პარამეტრების მუშაობას, როგორიცაა: - ძრავის ბრუნვები - გამაგრილებელი სითხის ტემპერატურა - ჰაერის ნაკადის მონაცემები - საწვავის კორექციები - ჟანგბადის სენსორების მონაცემები - სხვადასხვა სენსორის მიმდინარე მაჩვენებლები ეს ფუნქცია განსაკუთრებით გამოსადეგია მაშინ, როდესაც საჭიროა პრობლემის მიზეზის უფრო ზუსტად იდენტიფიცირება.
აკუმულატორის ტესტირება
დამატებით ფუნქცია

აკუმულატორის ტესტირება

TOPDON ArtiLink500B ერთდროულად არის OBDII სკანერი და აკუმულატორის ტესტერი მოწყობილობას შეუძლია 12V და 24V ტყვია-მჟავა აკუმულატორის სრული დიაგნოსტიკა, ასევე ავტომობილის გენერატორის (დინამოს) შემოწმება. აკუმულატორის ტესტირების ფუნქციები მოიცავს: - აკუმულატორის საერთო მდგომარეობის ტესტს - რეალური სასტარტო მაჩვენებლის შეფასებას - წინაღობის შემოწმება - SOH / State of Health, აკუმულატორის დარჩენილი რესურსი - დაქოქვის სისტემის ტესტს - დამუხტვის სისტემის ტესტს
პროგრამული განახლებები და მონაცემების ბეჭდვა
უფასო და სამუდამო

პროგრამული განახლებები და მონაცემების ბეჭდვა

TOPDON ArtiLink500B-ის პროგრამული უზრუნველყოფის განახლება შესაძლებელია უფასოდ. მოწყობილობის კომპიუტერთან დაკავშირების შემდეგ შეგიძლიათ დააყენოთ უახლესი პროგრამული და მონაცემთა ბაზის განახლებები. პროგრამის გადმოსაწერად და განახლებების მისაღებად გამოიყენეთ ეს ბმული ასევე შესაძლებელია დიაგნოსტიკის ანგარიშების ბეჭდვა ArtiLink500B შეგიძლიათ დაუკავშიროთ კომპიუტერს და დაბეჭდოთ: - OBDII დიაგნოსტიკის ანგარიში - აკუმულატორის ტესტირების შედეგები ეს ფუნქცია განსაკუთრებით პრაქტიკულია ავტოსერვისებისთვის, სადაც საჭიროა მომხმარებლისთვის დიაგნოსტიკის შედეგის დოკუმენტურად გადაცემა.

ტექნიკური მახასიათებლები

ძირითადი მონაცემები
  • ეკრანი: 2.8" ფერადი ეკრანი
  • სამუშაო ძაბვა: DC 9–30V
  • OBDII კაბელის სიგრძე: 1.0 მ
  • აკუმულატორის ტესტირების კაბელის სიგრძე: 0.38 მ
  • სამუშაო ტემპერატურა: -10°C-დან +50°C-მდე
  • შენახვის ტემპერატურა: -20°C-დან +70°C-მდე
ზომები და წონა
  • ზომები: 185.93 × 94.99 × 34.04 მმ
  • წონა: 239.84 გ
რა დევს ყუთში
  • აპარატი
  • OBDII კაბელი
  • აკუმულატორის ტესტერის კაბელი
  • ჩანთა
  • USB
  • გამოყენების და უსაფრთხოების ინსტრუქცია
შეფასებები

მომხმარებლების შეფასებები

0.00 შეფასება
50
40
30
20
10
ამ პროდუქტს ჯერ შეფასება არ აქვს. იყავით პირველი, ვინც შეაფასებს.
შეფასების დამატებაგაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება
BATTERYBOOSTERCHARGERCHARGE
CALL