
- 12 თვე საგარანტიო პერიოდი
- არ საჭიროებს პერიოდულ 3 ან 6 თვეში ერთხელ შემოწმებას
- პრობლემის შემთხვევაში ჩვენი სპეციალისტი მოვა ადგილზე
- შეცვლის შემთხვევაში იცვლება იმავე ბრენდის აკუმულატორით
იზრუნე გარემოზე და მიიღე სარგებელი
ნუ გადააგდებ ძველ აკუმულატორს, ჩაგვაბარე ის და ჩვენ მოვახდენთ მის უსაფრთხო უტილიზაციას და რეციკლირებას. ამით იზრუნებ გარემოზე, არ დააბინძურებ მავნე ნარჩენებისგან მას და მიიღებ სარგებელს ჩვენგან ფასდაკლებას ახალი აკუმულატორის შეძენისას.

ბლიზარო გამოირჩევა საიმედო კონსტრუქციით და სტაბილური ენერგიის მიწოდებით სხვადასხვა სეზონზე. მისი ტექნოლოგიური გადაწყვეტები უზრუნველყოფს აკუმულატორის ეფექტურ მუშაობას როგორც ზაფხულის მაღალ ტემპერატურაზე, ისე ზამთრის სიცივეში, რაც მნიშვნელოვანია ავტომობილის უპრობლემო დაქოქვისთვის. სწორად გამოყენებისა და რეგულარული შემოწმების შემთხვევაში აკუმულატორი ინარჩუნებს მუშაობის სტაბილურობას და წარმოადგენს პრაქტიკულ არჩევანს მათთვის, ვისაც სჭირდება ხელმისაწვდომი და საიმედო ენერგიის წყარო ყოველდღიური გადაადგილებისთვის.
\nBlizzaro იწარმოება თურქეთში და მზადდება კომპანია INCI GS YUASA-ს საწარმოო ხაზებზე. INCI GS YUASA არის საერთაშორისო პარტნიორობა თურქულ INCI Holding-სა და იაპონურ GS Yuasa-ს შორის და წარმოადგენს ერთ-ერთ მსხვილ აკუმულატორების მწარმოებელს ევროპისა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. კომპანია ცნობილია მაღალი წარმოების სტანდარტებით, თანამედროვე ტექნოლოგიებითა და მრავალწლიანი გამოცდილებით ავტოაკუმულატორების წარმოებაში.
\nაღსანიშნავია, რომ Blizzaro ბრენდი აწარმოებს არა მხოლოდ სტანდარტულ ტყვია-მჟავა აკუმულატორებს, არამედ თანამედროვე EFB (Enhanced Flooded Battery) და AGM (Absorbent Glass Mat)ტექნოლოგიის აკუმულატორებსაც, რომლებიც განკუთვნილია Start-Stop სისტემის მქონე ავტომობილებისთვის და მაღალი ელექტრონული დატვირთვის მანქანებისთვის.
\n \n \n \n \n \n \n \n






