აკუმულატორის მოტანა და მონტაჟი უფასოა?
დიახ, Akumulatori.ge გთავაზობთ აკუმულატორის უფასო მოტანასა და მონტაჟს თბილისში. შეკვეთილ აკუმულატორს მოგიტანთ მისამართზე და ადგილზე დაგიმონტაჟებთ.
რა საათებში მუშაობს მოტანის და მონტაჟის სერვისი?
აკუმულატორის უსწრაფესი მოტანა და ადგილზე მონტაჟი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 11:00-დან 23:00-მდე, თბილისის მასშტაბით.
რამდენხანში ხდება აკუმულატორის მოტანა?
აკუმულატორის მოტანა შეკვეთიდან შეიძლება 20-30 წუთშიც შევძლოთ, ეს დამოკიდებულია თავისუფალ სპეციალისტზე და მოტანის მისამართზე.
სად ხდება აკუმულატორის მონტაჟი?
აკუმულატორის მონტაჟი ხდება თქვენს მისამართზე, ეზოში, პარკინგზე, ოფისთან ან სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით.
როგორ შევარჩიო ჩემი ავტომობილისთვის სწორი აკუმულატორი?
სწორი აკუმულატორის შესარჩევად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. საჭიროა ავტომობილის მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და ძრავის ტიპი. Akumulatori.ge-ის სპეციალისტი დაგეხმარებათ შესაბამისი ამპერაჟის, ზომის, პოლარობისა და ტექნოლოგიის შერჩევაში.
რომელი ბრენდების აკუმულატორები გაქვთ?
Akumulatori.ge-ზე ხელმისაწვდომია ეკონომ, საშუალო და პრემიუმ ხარისხის აკუმულატორები. ჩვენს ასორტიმენტში შედის Varta, Energizer, Exide, Monbat, Macpower, Blizzaro, Autobat და სხვა ბრენდები.