Аккумулятор
Бустер
Зарядное устройство
Компрессор
Напишите нам
Позвонить
80 ₾

NOCO 12V ადაპტერი

NOCO GC017

12 ვოლტიანი დენის წყარო
აკუმულატორის დამჭერებით

კლემის დამჭერებით აღჭურვილი 12 ვოლტიანი ადაპტერის კაბელი, რომელიც პირდაპირ უკავშირდება თქვენს აკუმულატორს. იგი გაძლევთ საშუალებას მარტივად მიაწოდოთ ენერგია თქვენს 12 ვოლტიან მოწყობილობებს, როგორიცაა საბურავის კომპრესორი, მტვერსასრუტი, ყავის აპარატი, ვენტილატორი, მაცივარი და სხვა. მოწყობილობა აღჭურვილია მცველით, უსაფრთხოებისთვის და წყალგამძლე თავსახურით, რომელიც იცავს 12 ვოლტიან დედა-სოკეტს გარემო ზემოქმედებებისგან. დამზადებულია მაღალი გამტარობის მქონე 16 AWG, 100%-იანი სპილენძის მავთულით და გათვლილია 15 ამპერიან დატვირთვაზე.

M6 მომჭერები

მყარი და კომფორტული

დატოვეთ GC017 აკუმულატორის ტერმინალებზე მყარად დამონტაჟებული და საჭიროების შემთხვევაში მარტივად დაუკავშირდით 12V კვებას პირდაპირ, ყოველგვარი დამატებითი ჩარევის და წვალების გარეშე.

12V 15A

12 ვოლტიანი მოწყობილობებისთვის

გამოიყენე ეს ადაპტერი ნებისმიერი 12 ვოლტიანი მოწყობილობისთვის დენის წყაროს მისაწოდებლად. გაითვალისწინეთ რომ მაქსიმალური დატვირთვა 15 ამპერიანი. ასევე ადაპტერს აქვს 20 ამპერიანი მცველი, რომ უფრო უსაფრთხო გახდეს მისი გამოყენება.

ტექნიკური მახასიათებლები

კომპლექტაციაში შედის

  • GBC017 12V ადაპტერი

დაცვა

  • წყლისგან
  • მტვრისგან
  • 20 ამპერიანი მცველით

ზომები

  • სიგრძე: 47სმ