Akumulatori.ge

აკუმულატორის უფასო მოტანა და მონტაჟი თბილისში

Akumulatori.ge გთავაზობთ ავტომობილის აკუმულატორის სწრაფ, კომფორტულ და პროფესიონალურ მოტანა-მონტაჟის სერვისს თბილისში.

თუ თქვენს ავტომობილს აკუმულატორი დაუჯდა, აღარ ქოქავს ან უბრალოდ ახალი აკუმულატორის შეცვლა გჭირდებათ, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ სწორი მოდელის შერჩევაში, ადგილზე მოტანასა და მონტაჟში.

უფასო მოტანა

თბილისის მასშტაბით, ყოველდღე.

პროფესიონალური მონტაჟი

აკუმულატორის შეცვლა ადგილზე.

11:00 - 23:00

მიტანისა და მონტაჟის დრო.

რატომ Akumulatori.ge?

Akumulatori.ge-ში შეგიძლიათ შეიძინოთ ეკონომ, საშუალო და პრემიუმ ხარისხის აკუმულატორები.

ჩვენთან ხელმისაწვდომია ისეთი ბრენდები, როგორებიცაა Varta, Energizer, Exide, Monbat, Macpower, Blizzaro, Autobat და სხვა.

გარდა აკუმულატორებისა, Akumulatori.ge არის NOCO-ს ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში. NOCO-ს დამქოქები, დამტენები და აქსესუარები ხელმისაწვდომია მხოლოდ ჩვენთან და ოფიციალური გარანტიით.

უფასო და უსწრაფესი მოტანა-მონტაჟი

თბილისის მასშტაბით აკუმულატორის მოტანა და მონტაჟი უფასოა.

Akumulatori.ge გთავაზობთ აკუმულატორის უსწრაფეს მიტანას და ადგილზე მონტაჟს ყოველდღე, 11:00-დან 23:00-მდე.

ჩვენი მიზანია, მომხმარებელმა მიიღოს სწრაფი და კომფორტული მომსახურება ზედმეტი დროის დაკარგვის გარეშე. შეკვეთილი აკუმულატორი მოგაქვთ პირდაპირ მისამართზე და ადგილზე ვამონტაჟებთ.

ძველი აკუმულატორის ჩაბარება

ახალი აკუმულატორის შეძენისას შეგიძლიათ ჩაგვაბაროთ ძველი აკუმულატორი და მიიღოთ ფასდაკლება.

ეს არის მარტივი და პრაქტიკული გზა, რომ ახალი აკუმულატორი უფრო ხელსაყრელ ფასად შეიძინოთ.

რას მოიცავს მონტაჟი?

მონტაჟის სერვისი მოიცავს:

  • ძველი აკუმულატორის მოხსნას
  • ახალი აკუმულატორის დაყენებას
  • სამაგრის დაყენებას
  • კლემების გაწმენდას
  • პოლუსების სწორად შეერთებას
  • დამუხტვის შემოწმებას
  • საჭიროების შემთხვევაში აკუმულატორის რეგისტრაციას

მონტაჟი სრულდება პროფესიონალების მიერ.

შეკვეთა

შეგიძლიათ შეუკვეთოთ აკუმულატორი ვებგვერდიდან ან დაგვიკავშირდეთ კონსულტაციისთვის.

ჩვენ დაგეხმარებით სწორი აკუმულატორის შერჩევაში, მოგიტანთ მისამართზე და ადგილზე დაგიმონტაჟებთ.

Akumulatori.ge — აკუმულატორის შეძენა, მოტანა და მონტაჟი მარტივად, სწრაფად და სანდოდ.

აკუმულატორის შერჩევა
დაგვიკავშირდი

მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თქვენს დასახმარებლად.

FAQ

ხშირად დასმული კითხვები

აკუმულატორის მოტანა და მონტაჟი უფასოა?

დიახ, Akumulatori.ge გთავაზობთ აკუმულატორის უფასო მოტანასა და მონტაჟს თბილისში. შეკვეთილ აკუმულატორს მოგიტანთ მისამართზე და ადგილზე დაგიმონტაჟებთ.

რა საათებში მუშაობს მოტანის და მონტაჟის სერვისი?

აკუმულატორის უსწრაფესი მოტანა და ადგილზე მონტაჟი ხელმისაწვდომია ყოველდღე, 11:00-დან 23:00-მდე, თბილისის მასშტაბით.

რამდენხანში ხდება აკუმულატორის მოტანა?

აკუმულატორის მოტანა შეკვეთიდან შეიძლება 20-30 წუთშიც შევძლოთ, ეს დამოკიდებულია თავისუფალ სპეციალისტზე და მოტანის მისამართზე.

სად ხდება აკუმულატორის მონტაჟი?

აკუმულატორის მონტაჟი ხდება თქვენს მისამართზე, ეზოში, პარკინგზე, ოფისთან ან სხვა ნებისმიერ ლოკაციაზე თბილისის მასშტაბით.

როგორ შევარჩიო ჩემი ავტომობილისთვის სწორი აკუმულატორი?

სწორი აკუმულატორის შესარჩევად მოგვწერეთ ან დაგვირეკეთ. საჭიროა ავტომობილის მარკა, მოდელი, გამოშვების წელი და ძრავის ტიპი. Akumulatori.ge-ის სპეციალისტი დაგეხმარებათ შესაბამისი ამპერაჟის, ზომის, პოლარობისა და ტექნოლოგიის შერჩევაში.

რომელი ბრენდების აკუმულატორები გაქვთ?

Akumulatori.ge-ზე ხელმისაწვდომია ეკონომ, საშუალო და პრემიუმ ხარისხის აკუმულატორები. ჩვენს ასორტიმენტში შედის Varta, Energizer, Exide, Monbat, Macpower, Blizzaro, Autobat და სხვა ბრენდები.

ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲘᲓᲐᲛᲥᲝᲥᲘᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘᲓᲐᲛᲣᲮᲢᲔ
ᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐ