NOCO
კოდი:NLP-20
არის მარაგში
NOCO NLP20 600A (ლითიუმის აკუმულატორი)7 ამპერიანი - ლითიუმი
0
NOCO NLP20

NOCO NLP20

მოტოტექნიკისთვის

ლითიუმის აკუმულატორი

NOCO Lithium NLP20 თანამედროვე 12V ლითიუმის აკუმულატორი მოტოტექნიკისთვის. NLP20 შეესაბამება Group 20 ზომას, აქვს 7Ah ტევადობა (89Wh) და უზრუნველყოფს 600A-მდე დამქოქ ძალას, რაც ძრავის სწრაფ და საიმედო გაშვებას უზრუნველყოფს.

NOCO NLP20ლითიუმის აკუმულატორი თითქმის ყველა მახასიათებლით აღემატება ტრადიციულ ტყვია-მჟავა მოტოტექნიკის აკუმულატორებს. ლითიუმის ტექნოლოგიის წყალობით მას არ ახასიათებს სულფატაცია, არ საჭიროებს აქტივაციას, მჟავას, წყლის დამატებას ან პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას.
ტყვია-მჟავა აკუმულატორზე უკეთესი
უკომპრომისო წარმადობა

ტყვია-მჟავა აკუმულატორზე უკეთესი

NOCO Lithium Powersport სერია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილად დაპროექტებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ლითიუმის აკუმულატორების ხაზია მოტოტექნიკისთვის.

NOCO NLP20 უზრუნველყოფს 600A-მდე მეტ დამქოქ სიმძლავრეს, უძლებს 50 000-ზე მეტ ძრავის გაშვებას და 2 000-ზე მეტ დამუხტვის ციკლს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ტრადიციულ ტყვია-მჟავა აკუმულატორებს.
2Xსიმძლავრე
10Xპიკური ძალა
5Xექსპლუატაციის ვადა

ტექნიკური მონაცემები

7Ahამპერი
600Aსასტარო ძალა
ლითიუმიტექნოლოგია
ჭკვიანი აკუმულატორი
BMS - Battery Management System

ჭკვიანი აკუმულატორი

ავტომატური მართვის სისტემა NOCO NLP20 აღჭურვილია მოწინავე, აკუმულატორის მართვის სისტემით BMS, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას, სტაბილურ მუშაობას და მაღალ წარმადობას.

სისტემა მუდმივად აკონტროლებს აკუმულატორის მუშაობას და დაბალანსებულ დამუხტვას, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან სტაბილურობასა და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას.

დაცვა შემდეგი საფრთხეებისგან:
✅ ზედმეტი დამუხტვა
✅ მოკლე ჩართვა
✅ ღრმა განმუხტვა
✅ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა
✅ ჭარბი დენი
✅ უკიდურესად დაბალი ტემპერატურა
ვიბრაციისგან გამძლეობა
კიდევ უფრო მეტი გამძლეობა

ვიბრაციისგან გამძლეობა

NOCO NLP20 ლითიუმის აკუმულატორი აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი რეზინის ვიბრაციის შემამცირებელი საყრდენით და ქაფის დამცავი ჩანართებით, რომლებიც ამცირებს მოძრაობისას წარმოქმნილ ვიბრაციასა და დარტყმას.

ეს კონსტრუქცია ხელს უწყობს აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას და უზრუნველყოფს კავშირების მყარ და უსაფრთხო ფიქსაციას, ტრადიციული ტყვია-მჟავა აკუმულატორებისგან განსხვავებთ. განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთ მოტოტექნიკაზე რომელიც ხშირად გამოიყენება უგზოობაში.
უნივერსალური კონექტორი
დაერთების მეტი შესაძლებლობა

უნივერსალური კონექტორი

მრავალპოზიციური ტერმინალები NOCO NLP20-ის ტერმინალები შესაძლებელია დამონტაჟდეს წინ, გვერდით ან ზედა პოზიციაზე, რაც აკუმულატორის სხვადასხვა ტიპის მოტოტექნიკაში მარტივად და სწორად განთავსების შესაძლებლობას იძლევა.

საჭიროების მიხედვით ტერმინალების სრულად მოხსნაც შესაძლებელია.

ტერმინალის დასამაგრებლად გამოიყენეთ კომპლექტში მოცემული ექვსკუთხა ხრახნი.

მოქნილი მრავალპოზიციური კონსტრუქცია უზრუნველყოფს მარტივ მონტაჟს, საიმედო შეერთებას და სხვადასხვა მოტოტექნიკასთან ფართო თავსებადობას.
უნივერსალური კორპუსი
რეგულირებადი ზომა

უნივერსალური კორპუსი

მოსახსნელი სამონტაჟო ბლოკი და მოდულური სპეისერები

NOCO NLP20-ის მოსახსნელი სამონტაჟო ბლოკი აკუმულატორს სხვადასხვა ტიპის მოტოტექნიკასთან თავსებადს ხდის. ინტეგრირებული ხრახნიანი ჩანართი პირდაპირი დამაგრების შესაძლებლობას იძლევა, რაც მონტაჟს უფრო მარტივს, მყარ და უსაფრთხოს ხდის.

მოდულური სამონტაჟო სპეისერები შესაძლებელია ერთმანეთზე განთავსდეს და NLP სერიის აკუმულატორზე დამაგრდეს. მათი საშუალებით იცვლება აკუმულატორის BCI ზომა და სიმაღლე, რათა ის შესაბამის სივრცეში ზუსტად, სტაბილურად და უსაფრთხოდ მოთავსდეს.
რა დევს ყუთში
კომპლექტაცია

რა დევს ყუთში

✅ NOCO NLP20 ლითიუმის აკუმულატორი
✅ 2 ცალი სამპოზიციური ტერმინალი
✅ 1 ცალი 12 მმ სპეისერი
✅ 3 ცალი 15 მმ სპეისერი
✅ 4 ცალი 7.5 მმ სპეისერი
✅ ექვსკუთხა ქანჩი
✅ უსაფრთხოების და გამოტენების ინსტრუქცია

ტექნიკური მახასიათებლები

ძირითადი მონაცემები
  • სამუშაო ტემპერატურა: -20°C-დან 60°C-მდე
  • დამუხტვის ტემპერატურა: -10°C-დან 50°C-მდე
  • შენახვის ტემპერატურა: -20°C-დან 60°C-მდე
  • აკუმულატორის ტექნოლოგია - LiFePO₄
  • აკუმულატორის ტევადობა - 7Ah / 89.6Wh
  • ტყვია-მჟავა აკუმულატორის ეკვივალენტი - 19Ah
  • დამქოქი დენი - 600A
  • BCI ზომა - Group 20
თავსებადი ზომები
  • BTX20HL-BS
  • B16L-B
  • BTX15L-BS
  • BTX20L
  • B18L-A
  • BTZ20L
  • B16CL-B
  • B50-N18L-A3
  • BTX20L-BS
  • BTX15L
  • GYZ20L
  • GYZ20HL
  • YTX20HL
  • YIX20HL
  • YTX20HL-PW
  • YTX20HL-BS
  • YTX20HL-BS-PW
  • YIX20HL-BS
  • YTX15L
  • YTX20L
  • YTX15L-BS
  • YTX20L-BS
  • YB16HL-A-CX
  • YB16L-B
  • YB16CL-B
  • SYB16L-B
  • Y50-N18L-A3
  • ETX16L
  • ETX20L
ზომა და დაცვა
  • სიმაღლე: 127.5 მმ
  • სიგანე: 175 მმ
  • სიღრმე: 87 მმ
  • წონა: 1.7 კგ
  • დაცვის კლასი: IP66 - სრულად დაცულია მტვრის შეღწევისგან და მდგრადია ძლიერი წყლის ჭავლის ზემოქმედების მიმართ.
შეფასებები

მომხმარებლების შეფასებები

0.00 შეფასება
50
40
30
20
10
ამ პროდუქტს ჯერ შეფასება არ აქვს. იყავით პირველი, ვინც შეაფასებს.
შეფასების დამატებაგაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება
ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲘᲓᲐᲛᲥᲝᲥᲘᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘᲓᲐᲛᲣᲮᲢᲔ
ᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐ