NOCO
კოდი:NLP-30
არის მარაგში
NOCO NLP30 700A (ლითიუმის აკუმულატორი)8 ამპერიანი - ლითიუმი
0
NOCO NLP30

NOCO NLP30

მოტოტექნიკისთვის

ლითიუმის აკუმულატორი

NOCO Lithium NLP30 თანამედროვე 12V ლითიუმის აკუმულატორი მოტოტექნიკისთვის. NLP14 შეესაბამება Group 30 ზომას, აქვს 7.8Ah ტევადობა (99Wh) და უზრუნველყოფს 700A-მდე დამქოქ ძალას, რაც ძრავის სწრაფ და საიმედო გაშვებას უზრუნველყოფს.

NOCO NLP30 ლითიუმის აკუმულატორი თითქმის ყველა მახასიათებლით აღემატება ტრადიციულ ტყვია-მჟავა მოტოტექნიკის აკუმულატორებს. ლითიუმის ტექნოლოგიის წყალობით მას არ ახასიათებს სულფატაცია, არ საჭიროებს აქტივაციას, მჟავას, წყლის დამატებას ან პერიოდულ ტექნიკურ მომსახურებას.
ტყვია-მჟავა აკუმულატორზე უკეთესი
უკომპრომისო წარმადობა

ტყვია-მჟავა აკუმულატორზე უკეთესი

NOCO Lithium Powersport სერია ერთ-ერთი ყველაზე სრულყოფილად დაპროექტებული და ტექნოლოგიურად განვითარებული ლითიუმის აკუმულატორების ხაზია მოტოტექნიკისთვის.

NOCO NLP30 უზრუნველყოფს 700A-მდე მეტ დამქოქ სიმძლავრეს, უძლებს 50 000-ზე მეტ ძრავის გაშვებას და 2 000-ზე მეტ დამუხტვის ციკლს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება ტრადიციულ ტყვია-მჟავა აკუმულატორებს.
2Xსიმძლავრე
10Xპიკური ძალა
5Xექსპლუატაციის ვადა

ტექნიკური მონაცემები

7.8Ahამპერი
700Aსასტარო ძალა
ლითიუმიტექნოლოგია
ჭკვიანი აკუმულატორი
BMS - Battery Management System

ჭკვიანი აკუმულატორი

ავტომატური მართვის სისტემა NOCO NLP30 აღჭურვილია მოწინავე, აკუმულატორის მართვის სისტემით BMS, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას, სტაბილურ მუშაობას და მაღალ წარმადობას.

სისტემა მუდმივად აკონტროლებს აკუმულატორის მუშაობას და დაბალანსებულ დამუხტვას, რაც ხელს უწყობს გრძელვადიან სტაბილურობასა და ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას.

დაცვა შემდეგი საფრთხეებისგან:
✅ ზედმეტი დამუხტვა
✅ მოკლე ჩართვა
✅ ღრმა განმუხტვა
✅ უკიდურესად მაღალი ტემპერატურა
✅ ჭარბი დენი
✅ უკიდურესად დაბალი ტემპერატურა
ვიბრაციისგან გამძლეობა
კიდევ უფრო მეტი გამძლეობა

ვიბრაციისგან გამძლეობა

NOCO NLP30 ლითიუმის აკუმულატორი აღჭურვილია სპეციალურად შექმნილი რეზინის ვიბრაციის შემამცირებელი საყრდენით და ქაფის დამცავი ჩანართებით, რომლებიც ამცირებს მოძრაობისას წარმოქმნილ ვიბრაციასა და დარტყმას.

ეს კონსტრუქცია ხელს უწყობს აკუმულატორის ექსპლუატაციის ვადის გახანგრძლივებას და უზრუნველყოფს კავშირების მყარ და უსაფრთხო ფიქსაციას, ტრადიციული ტყვია-მჟავა აკუმულატორებისგან განსხვავებთ. განსაკუთრებით გამოსადეგია ისეთ მოტოტექნიკაზე რომელიც ხშირად გამოიყენება უგზოობაში.
უნივერსალური კონექტორი
დაერთების მეტი შესაძლებლობა

უნივერსალური კონექტორი

მრავალპოზიციური ტერმინალები NOCO NLP30-ის ტერმინალები შესაძლებელია დამონტაჟდეს წინ, გვერდით ან ზედა პოზიციაზე, რაც აკუმულატორის სხვადასხვა ტიპის მოტოტექნიკაში მარტივად და სწორად განთავსების შესაძლებლობას იძლევა.

საჭიროების მიხედვით ტერმინალების სრულად მოხსნაც შესაძლებელია.

ტერმინალის დასამაგრებლად გამოიყენეთ კომპლექტში მოცემული ექვსკუთხა ხრახნი.

მოქნილი მრავალპოზიციური კონსტრუქცია უზრუნველყოფს მარტივ მონტაჟს, საიმედო შეერთებას და სხვადასხვა მოტოტექნიკასთან ფართო თავსებადობას.
უნივერსალური კორპუსი
რეგულირებადი ზომა

უნივერსალური კორპუსი

მოსახსნელი სამონტაჟო ბლოკი და მოდულური სპეისერები

NOCO NLP30-ის მოსახსნელი სამონტაჟო ბლოკი აკუმულატორს სხვადასხვა ტიპის მოტოტექნიკასთან თავსებადს ხდის. ინტეგრირებული ხრახნიანი ჩანართი პირდაპირი დამაგრების შესაძლებლობას იძლევა, რაც მონტაჟს უფრო მარტივს, მყარ და უსაფრთხოს ხდის.
რა დევს ყუთში
კომპლექტაცია

რა დევს ყუთში

✅ NOCO NLP30 ლითიუმის აკუმულატორი
✅ 3 სხვადასხვა ზომის ბოლტი ✅ ექვსკუთხა ქანჩი
✅ უსაფრთხოების და გამოტენების ინსტრუქცია

ტექნიკური მახასიათებლები

ძირითადი მონაცემები
  • სამუშაო ტემპერატურა: -20°C-დან 60°C-მდე
  • დამუხტვის ტემპერატურა: -10°C-დან 50°C-მდე
  • შენახვის ტემპერატურა: -20°C-დან 60°C-მდე
  • აკუმულატორის ტექნოლოგია - LiFePO₄
  • აკუმულატორის ტევადობა - 7.8Ah / 99.84Wh
  • ტყვია-მჟავა აკუმულატორის ეკვივალენტი - 32Ah
  • დამქოქი დენი - 700A
  • BCI ზომა - Group 30
თავსებადი ზომები
  • BTX30L-BS
  • BTX30L
  • GYZ32HL
  • YIX30L
  • ETX30L
ზომა და დაცვა
  • სიმაღლე: 175 მმ
  • სიგანე: 166 მმ
  • სიღრმე: 126 მმ
  • წონა: 2.27 კგ
  • დაცვის კლასი: IP66 - სრულად დაცულია მტვრის შეღწევისგან და მდგრადია ძლიერი წყლის ჭავლის ზემოქმედების მიმართ.
შეფასებები

მომხმარებლების შეფასებები

0.00 შეფასება
50
40
30
20
10
ამ პროდუქტს ჯერ შეფასება არ აქვს. იყავით პირველი, ვინც შეაფასებს.
შეფასების დამატებაგაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება
ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲘᲓᲐᲛᲥᲝᲥᲘᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘᲓᲐᲛᲣᲮᲢᲔ
ᲓᲐᲠᲔᲙᲕᲐ