NOCO GENIUS2
აკუმულატორის დამუხტვა და მოვლა
45 ამპერამდე აკუმულატორის ჭკვიანი დამტენი
GENIUS2 მოდელს, ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან, მაღალპროდუქტიულ, ენერგოეფექტურ და კომპაქტურ აკუმულატორის დამტენს ჩვენს ხაზში. GENIUS2 არის 6-ვოლტიანი და 12-ვოლტიანი აკუმულატორის დამტენი, აკუმულატორის მოვლის მოწყობილობა და დესულფატორი, 2 ამპერის სიმძლავრით, რომელიც განკუთვნილია ტყვია-მჟავა 45 ამპერამდე აკუმულატორებისთვის, მათ შორის თხევადი ელექტროლიტის (Flooded), ჟელეს (Gel), AGM, EFB და Maintenance-Free, ასევე ლითიუმ-იონური აკუმულატორებისთვის.
მულტიტექნოლოგია, მულტივოლტაჟი, მულტიტიპი
დამუხტე ნებისმიერი ტიპის და ტექნოლოგიის აკუმულატორი
მრავალფუნქციური დამტენი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მარტივად დამუხტოთ 6 და 12 ვოლტიანი ტყვია-მჟავა Wet Lead-Acid, GEL, EFB, AGM და Lithium ტექნოლოგიის სხვადასხვა ტიპის (სასტარტო, ღრმა ციკლის, საზღვაო, მოტოტექნიკის და სხვა) აკუმულატორები
მძლავრი, ენერგოეფექტური და კომპაქტური
ახალი დაპატენტებული ტექნოლოგიები
კომპაქტური, თუმცა მძლავრი აკუმულატორის დამტენი. ნოკოს ელექტრული ინჟინერიისა და ინდუსტრიული დიზაინის შერწყმა უზრუნველყოფს მძლავრი დამტენის ჩატევას უკიდურესად მცირე ზომის კორპუსში. GENIUS2 იყენებს მაღალი სიხშირის იმპულსურ (switch-mode) ტექნოლოგიას, რათა ეფექტურად გარდაქმნას ცვლადი დენი (AC) უსაფრთხო მუდმივ დენად (DC) აკუმულატორის დასამუხტად. ჩაშენებული მიკროკომპიუტერი კი ზუსტად აკონტროლებს დატენვის პროცესს, ამცირებს ენერგიის დანაკარგს და ქმნის განსაკუთრებულად კომპაქტურ ფორმფაქტორს.
გაუმჯობესებული საწყისი ძაბვის სენსორი
სრულად განმუხტული აკუმულატორის დამუხტვა
GENIUS მოდელებში არსებული სრულიად ახალი საწყისი ძაბვის სენსორი საშუალებას აძლევს დამტენს ამოიცნოს და დამუხტოს 1 ვოლტამდე განმუხტული აკუმულატორები. სრულად დამჯდარი აკუმულატორებისთვის, რომლებიც 1 ვოლტზე დაბლაა, შესაძლებელია Force რეჟიმის ხელით გააქტიურება, რაც უზრუნველყოფს ასეთი აკუმულატორების ამოცნობასა და გაცოცხლებას ნული ვოლტიდან.
ნულოვანი გადამუხტვა. ავტომატური მეხსიერება
აკუმულატორის სრული დამუხტვა და 24/7 მოვლის რეჟიმი
ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲘᲡ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲗᲐᲕᲘᲓᲐᲜ ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲡᲠᲣᲚᲐᲓ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲘᲐ. ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ ᲡᲐᲭᲘᲠᲝ ᲡᲞᲔᲪᲘᲐᲚᲣᲠᲘ ᲠᲔᲟᲘᲛᲔᲑᲘᲡ ᲐᲠᲩᲔᲕᲐ ᲓᲐ ᲐᲠᲪ ᲢᲔᲥᲜᲘᲙᲣᲠᲘ ᲪᲝᲓᲜᲐ. GENIUS ᲣᲡᲐᲤᲠᲗᲮᲝᲓ ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲐᲕᲡ ᲜᲔᲑᲘᲡᲛᲘᲔᲠ ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲡ, ᲐᲛᲝᲘᲪᲜᲝᲑᲡ ᲓᲐᲖᲘᲐᲜᲔᲑᲣᲚ ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲔᲑᲡ ᲓᲐ ᲐᲦᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲛᲐᲗ. ᲛᲘᲡᲘ ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲡᲘᲡᲢᲔᲛᲐ ᲒᲐᲫᲚᲔᲕᲗ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲡ 24/7 ᲩᲐᲠᲗᲣᲚᲘ ᲓᲐᲢᲝᲕᲝᲗ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ, ᲘᲡ 100%-ᲛᲓᲔ ᲓᲐᲛᲣᲮᲢᲐᲕᲡ ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲡ, ᲐᲦᲐᲓᲒᲔᲜᲡ ᲛᲘᲡ ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠ ᲠᲔᲡᲣᲠᲡ, ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲙᲘ ᲒᲐᲓᲐᲕᲐ ᲛᲝᲕᲚᲘᲡ ᲠᲔᲟᲘᲛᲖᲔ (MAINTENANCE MODE) ᲠᲐᲪ ᲡᲐᲨᲣᲐᲚᲔᲑᲐᲡ ᲒᲐᲫᲚᲔᲕᲗ ᲒᲐᲜᲣᲡᲐᲖᲦᲕᲠᲔᲚᲘ ᲕᲐᲓᲘᲗ ᲓᲐᲢᲝᲕᲝᲗ ᲓᲐᲛᲢᲔᲜᲘ ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲖᲔ ᲓᲐᲔᲠᲗᲔᲑᲣᲚᲘ, ᲠᲝᲛ ᲛᲣᲓᲕᲐᲓ ᲢᲝᲜᲣᲡᲨᲘ ᲘᲧᲝᲡ ᲓᲐ ᲛᲐᲥᲡᲘᲛᲐᲚᲣᲠᲘ ᲠᲔᲡᲣᲠᲡᲘ ᲨᲔᲘᲜᲐᲠᲩᲣᲜᲝᲡ ᲐᲙᲣᲛᲣᲚᲐᲢᲝᲠᲛᲐ.
უფრო ზუსტი დატენვა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში
თერმული კონტროლი

ავტომატური ამოცნობა და აღდგენა. გაუმჯობესებული წარმადობა.
დაუბრუნე სიცოცხლე
აკუმულატორს
GENIUS5 დაპატენტებული ტექნოლგიების დახმარებით დამტენი ავტომატურად ამოიცნობს სულფატაციასა და მჟავის სტრატიფიკაციას. მათი აღმოჩენის შემთხვევაში, GENIUS5 ავტომატურად აღადგენს და აბრუნებს აკუმულატორზე მიყენებულ დაზიანებას, ახანგრძლივებს მის გამოყენებად ვადას და ზრდის მუშაობის ეფექტურობას.

რას ნახავთ
კომპლექტაციაში
- GENIUS5 მოდელის დამტენი ევროპული თავაკით (Europlug)
- მოხსნადი კაბელი, კლემა (ნიანგი)
- კედლის სამაგრი, ბოლტებით
- ინსტრუქციის წიგნაკი

ტექნიკური მახასიათებლები
კომპლექტაციაში შედის
- GENIUS5 აკუმულატორის დამტენი ცვლადი კონექტორით
- დამჭერები ინტეგრირებული თავებით (M6)
- კედლის სამაგრი, საჭირო ხრახნებით
- მომხმარებლის სახელმძღვანელო და საგარანტიო ინფორმაცია
ტექნიკური პარამეტრები
- შემსვლელი ძაბვა: 120V – 240V AC
- სიხშირე: 50Hz – 60Hz
- სამუშაო ტემპერატურა: -20°C – 40°C
- შენახვის ტემპერატურა: -30°C – 60°C
- ფარდობითი ტენიანობა: 0–95% (კონდენსაციის გარეშე)
დამუხტვა
- დენი: 5 ამპერი DC
- ძაბვები: 6 & 12 ვოლტი
- შეუძლია დამუხტოს შემდეგი ტექნოლგიის ტყვია-მჟავა და ლითიუმის
აკუმულატორები: AGM, CA, EFB, Gel, Lithium, MF, Wet - ტევადობის დიაპაზონი: მაქსიმუმ 120 ამპერ-საათი
- მოვლა (Maintenance Mode): ყველა ზომის აკუმულატორისთვის
ენერგომოხმარება
- მოხმარება: 75 ვატი (მაქსიმუმი)
- ეფექტიანობა: 86% (120VAC / 230VAC)
უსაფრთხოება
- მოკლე ჩართვის დაცვა: კი
- ღია წრედის დაცვა: კი
- გადახურების დაცვა: კი
- გადამუხტვის დაცვა: კი
- ნაპერწკლებისგან დაცვა: კი
- პოლარობის არასწორი მიერთების დაცვა: კი
პროდუქტის ზომები
- სიმაღლე: 74 მმ
- სიგანე: 117 მმ
- სიღრმე: 49 მმ
- წონა: 0.68 კგ
კაბელების მახასიათებლები
- DC კაბელი + დამჭერები: 195 სმ
- DC კაბელის სისქე: 16 AWG
- DC ფიუზი: 10 ამპერიანი Mini Blade ფიუზი
- AC კაბელის სიგრძე: 182 სმ
- AC კაბელის სისქე: 18 AWG
- მდგრადობა: ზეთის, გაზის, ცხიმის, წყლის, ქიმიური ნივთიერებების, UV სხივებისა და აბრაზიის მიმართ
დაცვის კლასი
- IP65
გარანტია
- 36 თვე — დეტალური ინფორმაცია გარანტიაზე






















