ორმაგძაბვიანი კვების ბლოკი 12 ვოლტი (25 ამპერი) და 24 ვოლტი (12.5 ამპერი), უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ ენერგომიწოდებას ზედმეტი პულსაციის, ელექტრული ხმაურისა და გარდამავალი ძაბვის პიკების გარეშე. იდეალურია ECU-ს ფლეშირების, გადაპროგრამებისა და დიაგნოსტიკური ტესტირების პროცესებში, სადაც აუცილებელია ზუსტი და საიმედო კვება. ასევე გამოიყენება როგორც დენის წყარო, როცა ავტომობილის აკუმულატორი არ გინდათ განიმუხტოს მასში ჩართული სხვადასხვა ელექტრო აგრეგატების გამო
NOCO GENIUSPRO25 25A (დამტენი)
2000 ₾
NOCO GENIUSPRO25
აკუმულატორის დამუხტვა და მოვლა
1000 ამპერამდე აკუმულატორის ჭკვიანი დამტენი
GENIUSPRO25 მოდელს, ერთ-ერთ ყველაზე ჭკვიან, მაღალპროდუქტიულ, ენერგოეფექტურ და კომპაქტურ აკუმულატორის დამტენს ჩვენს ხაზში. GENIUSPRO25 არის 6, 12 და 24 ვოლტიანი აკუმულატორის დამტენი, აკუმულატორის მოვლის მოწყობილობა და დესულფატორი, 25 ამპერის სიმძლავრით, რომელიც განკუთვნილია ტყვია-მჟავა 1000 ამპერამდე აკუმულატორებისთვის, მათ შორის თხევადი ელექტროლიტის (Flooded), ჟელეს (Gel), AGM, EFB და Maintenance-Free, ასევე ლითიუმ-იონური აკუმულატორებისთვის.
მულტიტექნოლოგია, მულტივოლტაჟი, მულტიტიპი
დამუხტე ნებისმიერი ტიპის და ტექნოლოგიის აკუმულატორი
მრავალფუნქციური დამტენი, რომელიც გაძლევთ საშუალებას მარტივად დამუხტოთ 6, 12 და 24 ვოლტიანი ტყვია-მჟავა Wet Lead-Acid, GEL, EFB, AGM და Lithium ტექნოლოგიის სხვადასხვა ტიპის (სასტარტო, ღრმა ციკლის, საზღვაო, მოტოტექნიკის და სხვა) აკუმულატორები
გაუმჯობესებული საწყისი ძაბვის სენსორი
სრულად განმუხტული აკუმულატორის დამუხტვა
GENIUSPRO მოდელებში არსებული სრულიად ახალი საწყისი ძაბვის სენსორი საშუალებას აძლევს დამტენს ამოიცნოს და დამუხტოს 1 ვოლტამდე განმუხტული აკუმულატორები. სრულად დამჯდარი აკუმულატორებისთვის, რომლებიც 1 ვოლტზე დაბლაა, შესაძლებელია Force რეჟიმის ხელით გააქტიურება, რაც უზრუნველყოფს ასეთი აკუმულატორების ამოცნობასა და გაცოცხლებას ნული ვოლტიდან.
პროგრესული კვების ბლოკი, 12 და 24 ვოლტიანი კვების სისტემა
უწყვეტი და სტაბილური დენის წყარო
პროგრესული კვების ბლოკი, 12 და 24 ვოლტიანი კვების სისტემა
უწყვეტი და სტაბილური დენის წყარო
ორმაგძაბვიანი კვების ბლოკი 12 ვოლტი (25 ამპერი) და 24 ვოლტი (12.5 ამპერი), უზრუნველყოფს სტაბილურ და უწყვეტ ენერგომიწოდებას ზედმეტი პულსაციის, ელექტრული ხმაურისა და გარდამავალი ძაბვის პიკების გარეშე. იდეალურია ECU-ს ფლეშირების, გადაპროგრამებისა და დიაგნოსტიკური ტესტირების პროცესებში, სადაც აუცილებელია ზუსტი და საიმედო კვება. ასევე გამოიყენება როგორც დენის წყარო, როცა ავტომობილის აკუმულატორი არ გინდათ განიმუხტოს მასში ჩართული სხვადასხვა ელექტრო აგრეგატების გამო
სრული უსაფრთხოება და პროფესიონალური ფუნქციები
შექმნილია პროფესიონალებისთვის
დაპროექტებულია პროფესიონალებისთვის, რომელთაც სჭირდებათ მაქსიმალური წარმადობა და უკომპრომისო ფუნქციონალობა. აღჭურვილია ულტრა მოქნილი სილიკონის კაბელებით, რომლებიც ინარჩუნებს ელასტიკურობას −40°C-მდე, და დამცავი ნეილონის დაწნული გარსით, რომელიც უზრუნველყოფს მაქსიმალურ დაცვას ცვეთასა და მექანიკური დაზიანებებისგან. დამატებით გამოიყენება მძიმე რეჟიმისთვის განკუთვნილი, შეცვლადი 35 ამპერიანი ANL მცველი, უსაფრთხოებისა და მუშაობის უმაღლესი დონის უზრუნველსაყოფად. ასევე დამტენი აღჭურვილია შიდა გამაგრილებელი ფენით.
უფრო ზუსტი დატენვა ნებისმიერ კლიმატურ პირობებში
თერმული კონტროლი
ახალი ინტეგრირებული თერმული სენსორი ავტომატურად აკონტროლებს და არეგულირებს დამუხტვის ციკლს გარემოს ტემპერატურის ცვლილებების მიხედვით, რაც ამცირებს არასაკმარისი ან გადამეტებული დატენვის რისკს და უზრუნველყოფს უფრო ზუსტ და სრულად დამუხტულ აკუმულატორს. სისტემა ასევე თავიდან აცილებს არასაკმარის დატენვას ცივ ამინდში −20°C-მდე და გადამეტებულ დატენვას ცხელ ამინდში 40°C-მდე.

ავტომატური ამოცნობა და აღდგენა. გაუმჯობესებული წარმადობა.
დაუბრუნე სიცოცხლე
აკუმულატორს
GENIUS5 დაპატენტებული ტექნოლგიების დახმარებით დამტენი ავტომატურად ამოიცნობს სულფატაციასა და მჟავის სტრატიფიკაციას. მათი აღმოჩენის შემთხვევაში, GENIUS5 ავტომატურად აღადგენს და აბრუნებს აკუმულატორზე მიყენებულ დაზიანებას, ახანგრძლივებს მის გამოყენებად ვადას და ზრდის მუშაობის ეფექტურობას.

რას ნახავთ
კომპლექტაციაში
GENIUSPRO25 აკუმულატორის დამტენი
შეცვლადი კონექტორებით
Genius HD დამჭერები ინტეგრირებული რგოლებით (Eyelets)
3 მეტრი სიგრძის კაბელი
დამცავი ქეისი სათავსოთი
Type A, C, G და I კვების კაბელები მომხმარებლის სახელმძღვანელო
Genius HD დამჭერები ინტეგრირებული რგოლებით (Eyelets)
3 მეტრი სიგრძის კაბელი
დამცავი ქეისი სათავსოთი
Type A, C, G და I კვების კაბელები მომხმარებლის სახელმძღვანელო


ტექნიკური მახასიათებლები
კომპლექტაციაში შედის
- GENIUSPRO25 აკუმულატორის დამტენი შეცვლადი კონექტორებით
- Genius HD დამჭერები ინტეგრირებული რგოლებით (Eyelets)
- 3 მეტრი სიგრძის კაბელი
- დამცავი ქეისი სათავსოთი
- Type A, C, G და I კვების კაბელები
- მომხმარებლის სახელმძღვანელო
ტექნიკური პარამეტრები
- შემსვლელი ძაბვა: 120V – 240V AC
- სიხშირე: 50Hz – 60Hz
- სამუშაო ტემპერატურა: -20°C – 40°C
- შენახვის ტემპერატურა: -30°C – 60°C
- ფარდობითი ტენიანობა: 0–95% (კონდენსაციის გარეშე)
დამუხტვა
- დენი: 25 ამპერი (6 & 12 ვოლტზე), 12.5 ამპერი (24 ვოლტზე)
- ძაბვები: 6, 12 და 24 ვოლტი
- შეუძლია დამუხტოს შემდეგი ტექნოლგიის ტყვია-მჟავა და ლითიუმის
აკუმულატორები: AGM, CA, EFB, Gel, Lithium, MF, Wet - ტევადობის დიაპაზონი: 6 და 12 ვოლტისთვის მაქსიმუმ 1000 ამპერ-საათი, 24 ვოლტისთვის მაქსიმუმ 500 ამპერ საათი
- მოვლა (Maintenance Mode): ყველა ზომის აკუმულატორისთვის
ენერგომოხმარება
- მოხმარება: 375 ვატი (მაქსიმუმი)
უსაფრთხოება
- მოკლე ჩართვის დაცვა: კი
- ღია წრედის დაცვა: კი
- გადახურების დაცვა: კი
- გადამუხტვის დაცვა: კი
- ნაპერწკლებისგან დაცვა: კი
- პოლარობის არასწორი მიერთების დაცვა: კი
პროდუქტის ზომები
- სიმაღლე: 131 მმ
- სიგანე: 234 მმ
- სიღრმე: 75 მმ
- წონა: 1.22 კგ
კაბელების მახასიათებლები
- DC კაბელი + დამჭერები: 160 სმ
- DC კაბელის სისქე: 8 AWG
- DC ფიუზი: 30 ამპერიანი ANL მცველი
- AC კაბელის სიგრძე: 18 სმ
- AC კაბელის სისქე: 18 AWG
- მდგრადობა: ზეთის, გაზის, ცხიმის, წყლის, ქიმიური ნივთიერებების, UV სხივებისა და აბრაზიის მიმართ
დაცვის კლასი
- IP20
გარანტია
- 36 თვე — დეტალური ინფორმაცია გარანტიაზე






















