მიმდინარეობს საიტის განახლება, შეიძლება დაფიქსირდეს ხარვეზები. გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ 595402066

NOCO AX65 2000A (დამქოქი ბუსტერი)
860 ₾

NOCO AX65

დამქოქი და დამბერი ერთ მოწყობილობაში

2000A დამქოქი + 100 PSI დამბერი

წარმოგიდგენთ NOCO AX65 მოდელს პორტატული ავტომობილის დამქოქი და საბურავის დამბერი ერთ მოწყობილობაში. დამქოქი არის 2000 ამპერი სიმძლავრით, რომელიც მარტივად ქოქავს ავტომობილებსა, მოტოციკლებს, მძიმე ტექნიკას, უმკლავდება ბენზინის ძრავებს 8.0 ლიტრამდე და დიზელის ძრავებს 6.0 ლიტრამდე, სრულად განმუხტული აკუმულატორითაც. საბურავის დამბერი კი მოწინავე მოტორის და ჭკვიანი სისტემის ხარჯზე მუშაობს უფრო ხანგრძლივად, ბერავს უფრო სწრაფად და ეფექტურობით მნიშვნელოვნად აღემატება ანალოგებს.

დაქოქე სრულად
მკვდარი აკუმულატორითაც

2000A

პიკური
სასტ. ძალა

8.0-მდე

ბენზინის
ძრავისთვის

6.0-მდე

დიზელის
ძრავისთვის

დაბერე საბურავი
პორტატული დამბერი

22A

პიკური ძალა

100 PSI

მაქს. წნევა

240W

მოტორი

ᲖᲣᲡᲢᲘ ᲓᲐ ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ

ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ ᲬᲜᲔᲕᲘᲡ ᲙᲝᲜᲢᲠᲝᲚᲘ

ᲓᲐᲛᲑᲔᲠᲘ ᲐᲦᲭᲣᲠᲕᲘᲚᲘᲐ ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲘᲠᲔᲑᲣᲚᲘ ᲬᲜᲔᲕᲘᲡ ᲡᲔᲜᲡᲝᲠᲘᲗ ᲓᲐ ᲘᲜᲝᲕᲐᲪᲘᲣᲠᲘ ᲭᲙᲕᲘᲐᲜᲘ DWELL ᲢᲔᲥᲜᲝᲚᲝᲒᲘᲘᲗ, ᲠᲝᲛᲔᲚᲘᲪ ᲒᲐᲫᲚᲔᲕᲗ ᲨᲔᲡᲐᲫᲚᲔᲑᲚᲝᲑᲐᲡ ᲞᲐᲜᲔᲚᲖᲔ ᲐᲘᲠᲩᲘᲝᲗ ᲡᲐᲡᲣᲠᲕᲔᲚᲘ ᲬᲜᲔᲕᲐ PSI, KPI ᲐᲜ BAR ᲡᲐᲖᲝᲛᲨᲘ. ᲡᲐᲡᲣᲠᲕᲔᲚ ᲬᲜᲔᲕᲐᲖᲔ ᲓᲐᲑᲔᲠᲕᲘᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ ᲓᲐᲛᲑᲔᲠᲘ ᲐᲕᲢᲝᲛᲐᲢᲣᲠᲐᲓ ᲒᲐᲘᲗᲘᲨᲔᲑᲐ. ᲐᲡᲔᲕᲔ ᲓᲐᲛᲑᲔᲠᲡ ᲐᲥᲕᲡ ᲛᲐᲮᲡᲝᲕᲠᲝᲑᲐ ᲓᲐ ᲘᲡ ᲘᲛᲐᲮᲡᲝᲕᲠᲔᲑᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ ᲛᲘᲔᲠ ᲛᲘᲗᲘᲗᲔᲑᲣᲚ ᲬᲜᲔᲕᲐᲡ.

ავტომატური გათიშვა

სასურველ წნევაზე

უზუსტესი ნაკადი

DWELL ᲢᲔᲥᲜᲝᲚოᲒᲘᲘᲗ

უკუპოლარობისგან და ნაპერწკლებისგან დაცვა

ულტრა უსაფრთხო ტექნოლოგია

უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი ავტომობილის დამქოქი / ბუსტერი და დამბერი რომელიც გიცავთ არასწორი მიერთებისა და ნაპერწკლების წარმოქმნის საფრთხისგან. შეცდომებისგან დაცული ტექნოლოგია, ნაპერწკლებისგან დაცვის ტექნოლოგია და პოლარობის შებრუნებისგან დაცვის სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას ნებისმიერ აკუმულატორზე და ავტომობილზე.

60W სწრაფი დამუხტვა

დამუხტე მოწყობილობები

დამქოქი შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ ავტომობილის დასაქოქად, არამედ როგორც გარე კვების წყარო (ფაუერბანკი). იგი საშუალებას გაძლევთ 60W სისწრაფით დამუხტოთ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა სმარტფონები, ტაბლეტები, ჭკვიანი საათები და სხვა აქსესუარები. მოწყობილობა აღჭურვილია USB Type-A და 60W USB Type-C პორტებით, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან თავსებადობას და სწრაფ, მოსახერხებელ დამუხტვას ნებისმიერ სიტუაციაში

100 ლუმენის სიმძლავრე

ძლიერი ფანარი

დამუხტვადი, ლითიუმზე მომუშავე LED ფანარი შვიდი განათების რეჟიმით. განათების სიმძლავრის სხვადასხვა დონე საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოარგოთ იგი სხვადასხვა სიტუაციას. 100 ლუმენის სიმძლავრის ფართოკუთხიანი განათება დაგეხმარებათ ღამით ძრავის სივრცის დანახვაში, აკუმულატორის კლემების დანახვაში, საბურავის შეცვლაში ან საგზაო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომავალი ავტომობილების გაფრთხილებაში.

დაპატენტებული ინჟინერია

შეუდარებელი ხარისხი

შეუდარებელი ხარისხის მქონე AX65 დამზადებულია მყარი მეტალისგან და გაგრილებისთვის დაფარულია სპეციალური ფხვნილისებრი საღებავით. იგი აღჭურვილია ცვეთაგამძლე შლანგით და ანტივიბრაციული რეზინის სადგამებით, რაც უზრუნველყოფს გამძლეობასა და სტაბილურობას მუშაობის დროს.

რას ნახავთ კომპლექტაციაში

ტექნიკური მახასიათებლები

კომპლექტაციაში შედის

  • AX65 ლითიუმის ავტომობილის დამქოქი / ბუსტერი და საბურავის დამბერი
  • ინტეგრირებული 91 სმ დაწნული გასაბერი შლანგი
  • HD Precision აკუმულატორის დამჭერები / კლემები
  • 61 სმ USB-C → USB-C კაბელი
  • Presta სარქვლის ადაპტერი
  • ნემსის ადაპტერი
  • გასაბერი სათამაშოების ადაპტერი
  • მიკრობოჭკოვანი შესანახი ჩანთა

ტექნიკური პარამეტრები

  • დასაქოქი დენი: 2000 ამპერი (პიკური)
  • აკუმულატორის ტიპები: 12 ვოლტიანი ტყვია-მჟავა
  • აკუმულატორები
    შიდა აკუმულატორი: 31.8 ვტ·სთ ლითიუმ-იონური
  • USB შემსვლელი: USB-C — 5V ⎓ 1.5A / 9V ⎓ 3A / 12V ⎓ 3A / 15V ⎓ 3A / 20V ⎓ 3A
  • USB გამომსვლელი: USB-C — 5V ⎓ 3A / 9V ⎓ 3A / 12V ⎓ 3A / 15V ⎓ 3A / 20V ⎓ 3A
  • ბენზინის ძრავები: 8.0 ლიტრამდე
  • დიზელის ძრავები: 6.0 ლიტრამდე
  • LED ფანარი: 100 ლუმენი

სამუშაო პირობები

  • სამუშაო ტემპერატურა: −20°C-დან +50°C-მდე
  • შენახვის ტემპერატურა: −20°C-დან +50°C-მდე
  • ფარდობითი ტენიანობა: 0–95% (კონდენსაციის გარეშე)

კვება / სიმძლავრე

  • ძაბვა: 12 ვოლტი
  • მაქსიმალური მოხმარებადი დენი: 22 ამპერი
  • სამუშაო დენი: 22 ამპერი
  • ძრავის სიმძლავრე: 280 ვატი
  • ძრავის ეფექტურობა: 80%
  • გაგრილება: ბუნებრივი კონვექცია

ჰაერის კომპრესორი

  • მაქსიმალური წნევა: 100 PSI / 6.89 ბარი / 689.48 kPa
  • მაქსიმალური საბურავის ზომა: 88სმ
  • მაქსიმალური ჰაერის ნაკადი: 67 ლიტრი წუთში
  • მანუალური რეჟიმის სამუშაო ციკლი: 5 წთ
  • მუშაობა / 30 წთ შესვენება
    გაბერვის დრო 0–40 PSI: 2.0 წთ ±10% (205/65R16 95H საბურავით)
  • გაბერვის დრო 35–40 PSI: 22 წმ ±10% (205/65R16 95H საბურავით)
  • წნევის მაჩვენებელი: ინტუიციური ინტერფეისი + ციფრული მანომეტრი
  • ფუნქციები: Dwell, Auto-Memory, Auto-Shutoff, Manual Mode

ჰაერის შლანგი

  • ჰაერის შლანგის სიგრძე: 3 ფუტი (0.91 მ)
  • ჰაერის შლანგის მასალა: შავი EPDM პოლიესტერის დაწნული გარსით
  • მდგრადობა: ზეთის, ბენზინის, ცხიმის, წყლის, ქიმიკატების, UV სხივებისა და ცვეთის მიმართ

უსაფრთხოება

  • გადახურების დაცვა: კი
  • გადამუხტვის დაცვა: კი
  • ნაპერწკლებისგან დაცვა: კი
  • პოლარობის არასწორი მიერთების დაცვა: კი

პროდუქტის ზომები

  • სიმაღლე: 99.6 მმ
  • სიგანე: 215.6 მმ
  • სიღრმე: 138.9 მმ
  • წონა: 3.15 კგ

დაცვის კლასი

  • IP55

გარანტია