NOCO GB40 1000A (დამქოქი ბუსტერი)
380 ₾
NOCO GB40
ულტრა უსაფრთხო, ძლიერი და კომპაქტური
ავტომობილის დამქოქი
NOCO GB40 1000A 12V BOOST SPORT
არის პორტატული ლითიუმ-იონური ჯამპ სტარტერი / დამქოქი / ბუსტერი რომელიც უზრუნველყოფს 1000 ამპერ სიმძლავრეს და საშუალებას გაძლევთ წამებში დაქოქოთ ავტომობილის დრულად განმუხტული აკუმულატორით. განკუთვნილია ავტომობილისთვის, ნავისათვის, მოტოციკლისთვის და სხვა ტრანსპორტისთვის ბენზინის 6.0 ლიტრამდე მოცულობის ძრავებისთვის და 3.0 ლიტრამდე დიზელის ძრავებისთვის.
აღჭურვილია მაღალი წარმადობის ლითიუმის ტექნოლოგიით, რაც უზრუნველყოფს უსაფრთხო მუშაობას ნებისმიერ კლიმატურ პირობებში. მტკიცე და წყალგამძლე კორპუსი შეესაბამება IP65 სტანდარტს. ულტრა-კომპაქტური და მსუბუქი დიზაინი, წონა სულ რაღაც ± 1.1 კგ.
დაქოქე სრულად
მკვდარი აკუმულატორითაც
1000A
პიკური
სასტ. ძალა
6.0-მდე
ბენზინის
ძრავისთვის
3.0-მდე
დიზელის
ძრავისთვის
უკუპოლარობისგან და ნაპერწკლებისგან დაცვა
ულტრა უსაფრთხო ტექნოლოგია
უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი ავტომობილის დამქოქი / ბუსტერი, რომელიც გიცავთ არასწორი მიერთებისა და ნაპერწკლების წარმოქმნის საფრთხისგან. შეცდომებისგან დაცული ტექნოლოგია, ნაპერწკლებისგან დაცვის ტექნოლოგია და პოლარობის შებრუნებისგან დაცვის სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას ნებისმიერ აკუმულატორზე და ავტომობილზე.

გამოიყენე გარე კვების წყაროდ
დამუხტე მოწყობილობები
დამქოქი შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ ავტომობილის დასაქოქად, არამედ როგორც გარე კვების წყარო (ფაუერბანკი). იგი საშუალებას გაძლევთ დამუხტოთ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა — სმარტფონები, ტაბლეტები, ჭკვიანი საათები და სხვა აქსესუარები. მოწყობილობა აღჭურვილია USB Type-A და USB Type-C პორტებით, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან თავსებადობას და სწრაფ, მოსახერხებელ დამუხტვას ნებისმიერ სიტუაციაში
100 ლუმენის სიმძლავრე
ძლიერი ფანარი
დამუხტვადი, ლითიუმზე მომუშავე LED ფანარი შვიდი განათების რეჟიმით. განათების სიმძლავრის სხვადასხვა დონე საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოარგოთ იგი სხვადასხვა სიტუაციას. 100 ლუმენის სიმძლავრის ფართოკუთხიანი განათება დაგეხმარებათ ღამით ძრავის სივრცის დანახვაში, აკუმულატორის კლემების დანახვაში, საბურავის შეცვლაში ან საგზაო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომავალი ავტომობილების გაფრთხილებაში.

რას ნახავთ კომპლექტაციაში
ტექნიკური მახასიათებლები
კომპლექტაციაში შედის
- GB40 მოდელის დამქოქი / ბუსტერი
- Powersport Boost აკუმულატორის კლემები
- USB-C → USB-C კაბელი
- მიკრობოჭკოვანი შესანახი ჩანთა
- უსაფრთხოების და გამოყენების ინსტრუქციები
ტექნიკური პარამეტრები
- დამქოქი ძალა: 1000A ამპერი (პიკური)
- გამოიყენება: 12 ვოლტიანი ტყვია-მჟავა აკუმულატორებისთვის
- შიდა აკუმულატორი: 24 Watt-Hour ლითიუმ-იონური
- USB შესვლა: USB-C 5 ვოლტი, მაქს. 2.1 ამპერი
- USB გამოსვლა: 5 ვოლტი, მაქს. 2.1 ამპერი
- ბენზინის ძრავები: 6.0 ლიტრამდე
- დიზელის ძრავები: 3.0 ლიტრამდე
- LED ფანარი: 100 ლუმენი
უსაფრთხოება
- გადახურების დაცვა: კი
- გადამუხტვის დაცვა: კი
- ნაპერწკლებისგან დაცვა: კი
- პოლარობის არასწორი მიერთების დაცვა: კი
პროდუქტის ზომები
- სიმაღლე: 80 მმ
- სიგანე: 196 მმ
- სიღრმე: 43 მმ
- წონა: 1.11 კგ
დაცვის კლასი
- IP65
გარანტია
- 12 თვე – დეტალური ინფორმაცია გარანტიაზე






































