მიმდინარეობს საიტის განახლება, შეიძლება დაფიქსირდეს ხარვეზები. გთხოვთ ნებისმიერი ინფორმაციის მისაღებად დაგვირეკოთ ან მოგვწეროთ 595402066

NOCO GBX155 4250A
1200 ₾

NOCO GBX155

ულტრა უსაფრთხო, ძლიერი და კომპაქტური

ავტომობილის დამქოქი

NOCO GBX155 4250A ავტომობილის ჯამპ სტარტერი / დამქოქი / ბუსტერი აღჭურვილია უახლესი PX ლითიუმის ტექნოლოგიით და უზრუნველყოფს შთამბეჭდავ სიმძლავრეს, ულტრასწრაფ დამუხტვას და შეუდარებელ მრავალფუნქციურობას. USB-C Power Delivery ტექნოლოგიასთან ერთად, მოწყობილობა იმუხტება უკიდურესად სწრაფად. მტკიცე და წყალგამძლე კორპუსი შეესაბამება IP65 სტანდარტს. ულტრა-კომპაქტური და მსუბუქი დიზაინი, წონა სულ რაღაც ± 2.6 კგ.

ახალი GBX75 დამქოქი გვთავაზობს უფრო მაღალ 2500A დამქოქ სიმძლავრეს და მაქსიმალურ ენერგიას დამქოქვის მომენტში, რომელიც საშუალებას გაძლევთ წამებში დაქოქოთ ავტომობილი სრულად განმუხტული აკუმულატორითაც. განკუთვნილია ავტომობილისთვის, ნავისათვის, მოტოციკლისთვის და სხვა ტრანსპორტისთვის ბენზინის 10.0 ლიტრამდე მოცულობის და დიზელის 8.0 ლიტრამდე მოცულობის ძრავით.

დაქოქე სრულად
მკვდარი აკუმულატორითაც

4250A

პიკური
სასტ. ძალა

10.0-მდე

ბენზინის
ძრავისთვის

8.0-მდე

დიზელის
ძრავისთვის

0%-დან დაქოქვის სიმძლავრემდე 5 წუთში

სწრაფი დამუხტვის დუნქცია

NOCO GBX155 დამქოქი აღჭურვილია USB-C ტექნოლოგიით, რომელიც Power Delivery-თან ერთად უზრუნველყოფს ელვისებურად სწრაფ დატენვას. GBX155-ის სრულად დამუხტვა შესაძლებელია სულ რაღაც 2.7 საათში, ხოლო 0%-დან დასაქოქ მდგომარეობამდე მისვლა მხოლოდ 5 წუთიანი დატენვით.

ნოკო GBX75-ს აქვს 60W სწრაფი დამუხტვის შესაძლებლობა, USB-C შემსვლელი და გამომსვლელი პორტით, რომელიც 5-ჯერ უფრო სწრაფია ვიდრე ნოკოს GB მოდელების დამუხტვის სისწრაფი.დატენვის სიჩქარის გასაზრდელად გამოიყენეთ თავსებადი დამტენები 60W-მდე.

ნოკოს დამქოქს კომპლექტაციაში მოყვება 12V ავტომობილის სწრაფი დამუხტვის კაბელი, მეტი კომფორტისთის.

უკუპოლარობისგან და ნაპერწკლებისგან დაცვა

ულტრა უსაფრთხო ტექნოლოგია

უსაფრთხო და მარტივად გამოსაყენებელი ავტომობილის დამქოქი / ბუსტერი, რომელიც გიცავთ არასწორი მიერთებისა და ნაპერწკლების წარმოქმნის საფრთხისგან. შეცდომებისგან დაცული ტექნოლოგია, ნაპერწკლებისგან დაცვის ტექნოლოგია და პოლარობის შებრუნებისგან დაცვის სისტემა უზრუნველყოფს უსაფრთხო გამოყენებას ნებისმიერ აკუმულატორზე და ავტომობილზე.

ავტომობილის დაქოქვა 60 წამში

ენერგიის ავტომატური დაზოგვა

დამოქის ჩართვის ღილაკის დაჭერიდან ავტომობილის დაქოქვა შესაძლებელია 60 წამის განმავლობაში. 60 წამიანი დროის ამოწურვის შემდეგ მოწყობილობა უნდა გამოირთოს და ხელახლა ჩაირთოს, რათა დაიწყოს ახალი დაქოქვის ციკლი. ყვითელი, კვების LED ინდიკატორი მიუთითებს, რომ 60-წამიანი რეჟიმი დასრულებულია და საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია მისი განახლება ახალი დაქოქვის პროცესისთვის. ეს ფუნქცია უზრუნველყოფს დამქოქის ელემენტის არასასურველ განმუხტვას და ყოველი ახალი დაქოქვის წინ მაქსიმალური სასტარტო დენის გამომუშავებას.

გამოიყენე გარე კვების წყაროდ

დამუხტე მოწყობილობები

დამქოქი შეიძლება გამოიყენოთ არა მხოლოდ ავტომობილის დასაქოქად, არამედ როგორც გარე კვების წყარო (ფაუერბანკი). იგი საშუალებას გაძლევთ დამუხტოთ სხვადასხვა ელექტრონული მოწყობილობა — სმარტფონები, ტაბლეტები, ჭკვიანი საათები და სხვა აქსესუარები. მოწყობილობა აღჭურვილია 2x USB Type-A და 60W USB Type-C პორტებით, რაც უზრუნველყოფს მრავალფეროვან თავსებადობას და სწრაფ, მოსახერხებელ დამუხტვას ნებისმიერ სიტუაციაში

500 ლუმენის სიმძლავრე

ძლიერი ფანარი

დამუხტვადი, ლითიუმზე მომუშავე LED ფანარი შვიდი განათების რეჟიმით. განათების სიმძლავრის სხვადასხვა დონე საშუალებას გაძლევთ სწრაფად მოარგოთ იგი სხვადასხვა სიტუაციას. 500 ლუმენის სიმძლავრის ფართოკუთხიანი განათება დაგეხმარებათ ღამით ძრავის სივრცის დანახვაში, აკუმულატორის კლემების დანახვაში, საბურავის შეცვლაში ან საგზაო დახმარების საჭიროების შემთხვევაში მომავალი ავტომობილების გაფრთხილებაში.

რას ნახავთ კომპლექტაციაში

ტექნიკური მახასიათებლები

კომპლექტაციაში შედის

  • GBX155 მოდელის დამქოქი / ბუსტერი
  • ინტეგრირებული HD Precision აკუმულატორის დამჭერები
  • USB-C → USB-C კაბელი
  • 60სმ 12V → USB-C კაბელი
  • მიკრობოჭკოვანი შესანახი ჩანთა
  • უსაფრთხოების და გამოყენების ინსტრუქციები

ტექნიკური პარამეტრები

  • დამქოქი ძალა: 4250A ამპერი (პიკური)
  • გამოიყენება: 12 ვოლტიანი ტყვია-მჟავა აკუმულატორებისთვის
  • შიდა აკუმულატორი: 99 Watt-Hour ლითიუმ-იონური
  • USB შესვლა: USB-C: 5 Volts 1.5 Amps / 9 Volts 3 Amps / 12 Volts 3 Amps / 15 Volts 3 Amps / 20 Volts 3 Amps
  • USB გამოსვლა: USB-A: 5 Volts 2.1 Amps Max / 10 Watts Max USB-C: 5 Volts 3 Amps / 9 Volts 3 Amps / 12 Volts 3 Amps / 15 Volts 3 Amps / 20 Volts 3 Amps
  • ბენზინის ძრავები: 10.0 ლიტრამდე
  • დიზელის ძრავები: 8.0 ლიტრამდე
  • LED ფანარი: 500 ლუმენი

უსაფრთხოება

  • გადახურების დაცვა: კი
  • გადამუხტვის დაცვა: კი
  • ნაპერწკლებისგან დაცვა: კი
  • პოლარობის არასწორი მიერთების დაცვა: კი

პროდუქტის ზომები

  • სიმაღლე: 175 მმ
  • სიგანე: 305 მმ
  • სიღრმე: 69 მმ
  • წონა: 2.6 კგ

დაცვის კლასი

  • IP65

გარანტია